საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ არჩილ ხომასურიძის ვარსკვლავის გახსნა

2024 წლის 11 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ არჩილ ხომასურიძეს შეუსრულდა 82 წელი. ამ დღის აღსანიშნავად ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ყოფილი ინსტიტუტის შენობის წინ  (კოსტავას 43)  გაიხსნა მისი ვარსკვლავი, ხოლო შენობაზე გაიხსნა პროფესორ ოსებ ჟორდანიას და მის მიერ დაარსებული რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის მემორიალური დაფა.

1958 წელს თბილისში, პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ გაიხსნა მსოფლიოში უშვილობის პირველი ინსტიტუტი. იოსებ ჟორდანია 1962 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც მან თავისი მაშველი ჟილეტი დაუთმო უბილეთო ბრაზილიელ გოგონას. 1985 წლიდან ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა და 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პროფესორი არჩილ ხომასურიძე. მისი ძალისხმევით საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც რეპროდუქტოლოგია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპილინა.

2014 წელს პროფესორ არჩილ ხომასურიძის მიერ დაარსდა “პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი“, რომელიც აგრძელებს ძველი ჟორდანიას ინსტიტუტის კეთილშობილურ იდეოლოგიასა და ტრადიციებს. ინსტიტუტი არის თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ბაზა, სადაც გრძელდება ახალგაზრდა თაობების - სტუდენტებისა და ექიმი-რეზიდენტების აღზრდა.

ამ თარიღების აღსანიშნავად, საღამოს გაიმართა სამედიცინო კონფერენცია თემაზე „რეპროდუქტოლოგია საქართველოში“. შედგა წიგნის - „იოსებ ჟორდანია - წინაპარი და შთამომავალი“ და ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმის  პრეზენტაცია. საღამოს ესწრებოდნენ იოსებ ჟორდანიას შთამომავლები, ძველი და ახალი ინსტიტუტის თანამშრომლები, ბატონი არჩილის მეგობრები.

საღამო  იყო  ძალიან თბილი და დატვირთული დადებითი ემოციებით.

თარიღი: 13/02/2024